ნიკა გვარამია ოპოზიციის დაპირისპირებაზე: “ის, რომ დღეს ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება, ამაზე უარესი არ ვიცი, რაღა უნდა იყოს”
პარტია „ახლის“ ლიდერი ნიკა გვარამია გუშინდელ აქციაზე განვითარებულ მოვლენებსა და ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში პოსტით ეხმიანება.
„ის, რომ დღეს ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება, ამაზე უარესი არ ვიცი, რაღა უნდა იყოს.
ps სულელური „პარტიებო, თქვენთან კი არ გამოსულა ხალხი“ და მსგავსი ბოღმის თუ იდიოტიზმის გამოვლინებები უინტერესოა და პასუხის ღირსადაც არ ვთვლი“, – წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, 28 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე, ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციაზე აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გუშინ საღამოს დაიწყო. აქციაზე კიდევ ერთი სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით პლაკატმა, რომელზეც დატანილი იყო წარწერა: „ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“.


