გოგა ხაინდრავა ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტთან დაკავშირებით გერმანიის საელჩოს განცხადების შესახებ: “ეტყობა, ადეიშვილს გვამზე მიბმული და გაუპატიურებული პატიმრები უნდა შეეჭამა! ძვლები კი ბუნდესტაგში წარგვედგინა!”

251

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც საქართველოში არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებულისა და ბრალდებულის, ყოფილი გენერალური პროკურორის – ზურაბ ადეიშვილის გერმანიის ბუნდესტაგში ვიზიტზეა საუბარი.

“გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი, რომ ზურაბ ადეიშვილისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა”, – გერმანიის საელჩო.

ეტყობა, გვამზე მიბმული და გაუპატიურებული პატიმრები უნდა შეეჭამა! ძვლები კი ბუნდესტაგში წარგვედგინა!” – წერს გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: გერმანიის საელჩო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ: “ადეიშვილი ბუნდესტაგში იმყოფებოდა როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი. გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისათვის, რომ მისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა”.