მამუკა მდინარაძე “ვეტინგის” შესახებ: “ნაცები” და მათი პატრონები როდის გაჩერდებიან, იცით? როდესაც სასამართლოში დასხდებიან მათი მომხრეები და ხელისუფლებას ხალხის არჩევანის გარეშე ჩაიგდებენ ხელში“

101

„თქვენ გვთავაზობთ, რომ გავიზიაროთ ალბანეთის მაგალითი, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებული შეფასებით, მსოფლიო რეიტინგებში, დაახლოებით, 40 პუნქტით უკან არის. თქვენ გვთავაზობთ, რომ გავხდეთ უფრო ცუდები. ამ რეფორმამ ალბანეთს მოუტანა ის, რომ ჩამოგვრჩება რამდენიმე ათეული პუნქტით“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ე.წ. “ვეტინგის” თემაზე საუბრისას.

“გვთავაზობთ, რომ გადავიღოთ ალბანეთის, მოლდოვის, უკრაინის მაგალითები, რომლებიც ჩვენ ჩამოგვრჩებიან. რაღაცაში უფრო წინ ვართ და თქვენ გვეუბნებით, ვინც უკან არის, მივბაძოთ იმას. რანაირი მიდგომაა ეს?! ამ დროს, გამოდის, კეთილსინდისიერებაზე კი არ არის საუბარი, მართლაც წმენდაზეა ლაპარაკი, – რომ უნდა გაწმინდონ დამოუკიდებელი მოსამართლეებისგან და დასვან “ნაცი” მოსამართლეები. საბოლოო მიზანი ეს არის. “ნაცები” და მათი პატრონები როდის გაჩერდებიან, იცით? როდესაც სასამართლოში დასხდებიან მათი მომხრეები და ხელისუფლებას ჩაიგდებენ ხელში. ეს არის გზა იმისაკენ, რომ ხალხის არჩევანის გარეშე ჩაიგდონ ხელისუფლება ხელში. ამის უფლებასა და საშუალებას არ ვაძლევთ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.