“ასე ესმის ბიძინა ივანიშვილს სამშობლოს სიყვარული – არა ომითა და აქციებით, არამედ შრომითა და სტაბილურობით”, – ასე ეხმაურება ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეორგოლს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ საქველმოქმედო პროექტების არასრული სიაა წარმოდგენილი.
ფოჩხუა აღნიშნავს, რომ განახლებული ინფრასტრუქტურა და სპორტსმენების, ხელოვნების მუშაკების მხარდაჭერა, ქართული კინოს, თეატრის აღორძინება – ეს არის ღირსეული ნაბიჯით გზა ევროპისკენ.
„აი, ეს არის ღირსეული ნაბიჯით გზა ევროპისკენ!
განახლებული ინფრასტრუქტურა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.
სპორტსმენების, ხელოვნების მუშაკების მხარდაჭერა, ქართული კინოს, თეატრის აღორძინება, რითაც ოდითგანვე გამოირჩეოდა საქართველო. ასე ესმის ბიძინა ივანიშვილს სამშობლოს სიყვარული – არა ომითა და აქციებით, არამედ შრომითა და სტაბილურობით“, – წერს ფოჩხუა.


