პარლამენტი დღეს ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს

16

პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციით დაიწყება.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინტერპელაციის ფორმატით მოსმენა ფრაქციამ „საქართველოსთვის“ მოითხოვა. მათ მინისტრს 19 კითხვა გაუგზავნეს.

კითხვები ძირითადად საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს ეხება.

მმართველი გუნდის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ პოპულისტურ კითხვებს მინისტრი სრულყოფილ და დამაჯერებელ პასუხს გასცემს.