ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ მომავალი პატრიარქის არჩევნების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ეკლესია ახლა, პირველ რიგში, პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-40 დღისთვის, შემდეგ – ეკლესიის საერთო კრებისა და ახალი პატრიარქის არჩევისთვის ემზადება.
მიტროპოლიტის განცხადებით, ახლა სერიოზული გამოცდის წინაშეა ეკლესია, სინოდი და ერი. მეუფე იოანე აღნიშნავს, რომ უმრავლესობისთვის უმტკივნეულო იქნება, ეკლესია პატრიარქის არჩევანს დაეთანხმოს.
„ჩვენ ვდგავართ ასეთი არჩევანის წინაშე – გავიზიაროთ პატრიარქის შემოთავაზება და დავეთანხმოთ მას, როგორც მის კურთხევას და მის ანდერძს, თუ უგულებელვყოთ პატრიარქის ანდერძი. წლების მანძილზე მეუფე შიო პატრიარქის კურთხევით მოქმედებდა, პატრიარქის სახელით და მან უკვე იცის არეალი საქმიანობის, დამოკიდებულებების, ურთიერთობების, გარკვეული გამოცდილება შეიძინა მან და ერი და ბერი შეეჩვია, რომ ის წარმოადგენდა პატრიარქს. უწმინდესმა მშვიდობის შესანარჩუნებლად ჩვენ შემოგვთავაზა თავისი არჩევანი. უწმინდესმა ასე აირჩია“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.


