თბილისში დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა – მან გერმანელ ჰეიდერს დამატებით დროში იუკოთი მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ბელგიელი ვერსტრაეტენი იქნება.
კონტინენტის პირველობა „თბილისი არენაზე” მიმდინარეობს. ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს, 16 აპრილს, მედლები ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდება – კაცებში 60 და 66 კგ-ში, ქალებში კი 48 და 52 კგ-ში.
წინასწარი შეხვედრები 10:00 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკის პირდაპირი რეპორტაჟები 16:00 საათიდან, საქართველოს პირველი არხისა და “პირველი არხი სპორტის” ეთერში გავა.


