„თანამედროვე ლიბერალიზმი კატეგორიულად სცდება კლასიკური ლიბერალიზმის ჩარჩოებს და თანამედროვე რეალობაში გვევლინება როგორც ულტრალიბერალიზმი, ანუ ფსევდოლიბერალიზმი, რომელსაც ხშირად „ლიბერალურ ფაშიზმსაც“ ვუწოდებთ“ – თამარ ჩიბურდანიძე

24

„თანამედროვე ლიბერალიზმი კატეგორიულად სცდება კლასიკური ლიბერალიზმის ჩარჩოებს, მის ფილოსოფიასა და პოლიტიკას. დღეს ის, ამ ფორმით, აღარ არსებობს არცერთ ქვეყანაში, გასცდა ყოველგვარ ჩარჩოებს და თანამედროვე რეალობაში ჩამოყალიბდა როგორც ულტრალიბერალიზმი, ანუ ფსევდოლიბერალიზმი, რომელსაც ხშირად „ლიბერალურ ფაშიზმსაც“ ვუწოდებთ“ – ამის შესახებ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, თამარ ჩიბურდანიძემ გადაცემა „ლიბერალიზმის ანატომიაში“ განაცხადა.

„თანამედროვე ლიბერალიზმი კატეგორიულად სცდება კლასიკური ლიბერალიზმის ჩარჩოებს, მის ფილოსოფიასა და პოლიტიკას. დღეს ის, ამ ფორმით, აღარ არსებობს არცერთ ქვეყანაში, რის გამოც მას ხშირად ფსევდოლიბერალიზმს ვუწოდებთ. ხოლო ლიბერალიზმი, რომელიც ორი საუკუნის წინ ჩამოყალიბდა, ეფუძნებოდა ეროვნულ და პიროვნულ იდენტობას, მოიცავდა ეროვნულ და ტრადიციულ ღირებულებებს. სწორედ ამ საფუძველზე იდგა კლასიკური ლიბერალიზმი, რომელიც, ვხედავთ, რომ გასცდა ყოველგვარ ჩარჩოებს და თანამედროვე რეალობაში ჩამოყალიბდა ულტრალიბერალიზმი, ანუ ფსევდოლიბერალიზმი, რომელსაც ხშირად „ლიბერალურ ფაშიზმსაც“ ვუწოდებთ.

სწორედ „ლიბერალური ფაშიზმის“ გამოვლინებაა, როდესაც მშობელს ყველანაირ უფლებას ართმევენ და მისი ჩართულობის გარეშე იღებენ გადაწყვეტილებებს მისი გაჩენილი შვილის მომავალთან დაკავშირებით. ამიტომ მათთვის მიუღებელია, თუკი მშობელი ბავშვს ჩამოაყალიბებს დამოუკიდებლად, თუკი მასში ჩამოაყალიბს ოჯახურ ღირებულებებს, ეროვნულ იდენტობას, რელიგიურ რწმენას, მაშინ ხომ ეს ბავშვი აღარ იქნება მათთვის მართვის იარაღი. თანამედროვე ლიბერალიზმის მიზანი კი გახლავთ, თითოეული ადამიანი აქციოს თავის მსხვერპლად, შეითრიოს თავის მარწუხებში და მართოს ისე, როგორც უნდა.

ხშირად თანამედროვე ლიბერალიზმის აპოგეად მიიჩნევა „სრული თავისუფლების“ იდეა, რაც განსაკუთრებით მიმზიდველია ახალგაზრდებისა და ბავშვებისთვის, რომლებიც ხშირად ამ იდეით მოხიბლულები, სრულ ტყვეობაში აღმოჩნდებიან ხოლმე. ფსევდოლიბერალიზმი თავად არღვევს თავისუფლების პრინციპებს, რადგან იმონებს ყველას და ყველაფერს, სადაც აღწევს“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.