საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუმენ რადევსა და მის გუნდს ბულგარეთის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„ვუსურვებ მას წარმატებებს ქვეყნის წინსვლისა და ბულგარელი ხალხის უწყვეტი პროგრესისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. საქართველო იმედოვნებს ჩვენი მრავალწლიანი მეგობრობის შემდგომ გაძლიერებასა და მტკიცე პარტნიორობის გაღრმავებას“, – წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „X-ში“.


