პრემიერ-მინისტრი: „ფასებთან დაკავშირებით თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც საზოგადოებას გავაცნობთ დასკვნებს და გეგმას – რამდენად ჯანსაღია ის სურათი, რომელიც დღეს გვაქვს, როგორ შეიძლება შეიცვალოს სურათი უკეთესობისკენ“

17

„ფასებთან დაკავშირებით თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს დასკვნებს და, შესაბამისად, გეგმას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

“ეს მოხდება მომავალი თვის დასაწყისშივე. ყველაფერს გავუზიარებთ საზოგადოებას. დასკვნა იქნება ყველაფერთან დაკავშირებით – რამდენად ჯანსაღია ის სურათი, რომელიც დღეს გვაქვს მოცემული, როგორ შეიძლება შეიცვალოს სურათი უკეთესობისკენ. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას გავუზიარებთ დასკვნებს“, – განაცხადა პრემიერმა.