თეკლა თიკანაშვილი: „მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდების განსხვავებული იდეები და ხედვები იქცეს არა დაპირისპირების საფუძვლად, არამედ დიალოგის ფორმატი მივცეთ ამ ყველაფერს და ჩვენი კონფერენციებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება“

19

„მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდების განსხვავებული იდეები და ხედვები იქცეს არა დაპირისპირების საფუძვლად, არამედ დიალოგის ფორმატი მივცეთ ამ ყველაფერს და ჩვენი კონფერენციებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება“,- განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა თეკლა თიკანაშვილმა ბორჯომში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე.

„ახალგაზრდებმა გამოთქვეს განსხვავებული იდეები, მათ შორის, არ მოერიდნენ კრიტიკული შეკითხვების დასმას და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს განსხვავებული იდეები, ხედვები და მოსაზრებები იქცეს არა დაპირისპირების საფუძვლად, არამედ დიალოგის ფორმატი მივცეთ ამ ყველაფერს და ჩვენი კონფერენციებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, – განაცხადა თეკლა თიკანაშვილმა.