„იმედი გამიჩნდა, რომ ყველაფერი, რასაც უწმინდესი სიცოცხლეში ამზადებდა, ზუსტად ისე წარიმართება, როგორც მას სურდა და როგორც ეს მორწმუნე საზოგადოების უდიდეს ნაწილს სურს“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, დავით ქართველიშვილმა წმინდა სინოდის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა
„მადლობა ღმერთს, რომ ამ სხდომამ გაამართლა ის მოლოდინები, რაც საზოგადოებაში არსებობდა. ზოგადად, როგორც პოლიტიკაში, ისე საზოგადოებრივი ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს ნაწილშიც, პროცესები ტურბულენტურ განვითარებასთან იყო დაკავშირებული და ველოდით დემარშებსა და სკანდალებს ე.წ. ოპოზიციური მედიასაშუალებების მხრიდან, თუმცა ჩემთვის მთავარი იყო ის , რომ უწმინდესის დანატოვარს – მის ანდერძსა და მემკვიდრეობას – ჩვენი წმინდა სინოდის უდიდესი ნაწილი პატივს სცემს და სწორედ ამ მემკვიდრეობაზე აპირებს ეკლესიის ხვალინდელი დღის აგებას.
არაერთგზის მითქვამს, რომ უწმინდესმა, თითქმის ნახევარსაუკუნოვანი საჭეთმპყრობლობის პერიოდში, იმდენი რამ შექმნა და ისეთი სიმდიდრე დაუტოვა ჩვენს ეკლესიას, საზოგადოებასა და ქვეყანას, რომ, უხეშად რომ ვთქვა, ამის „გაფუჭება“ ძალიანაც რომ მოინდომო, მაინც ვერ შეძლებ.
იმედი გამიჩნდა, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენი უწმინდესი სიცოცხლეში ამზადებდა თავისი გარდაცვალების დღისთვის, სწორედ ისე წარიმართება, როგორც მას სურდა და როგორც ეს ჩვენი მორწმუნე მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სურს. შეუძლებელია, ეს არ გვახარებდეს“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.


