“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF) 2026 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსს აქვეყნებს, სადაც საქართველო 21 პოზიციით დაქვეითდა და 135-ე ადგილი დაიკავა 180 ქვეყანას შორის. გასულ წელს ქვეყანა 114-ე პოზიციაზე იყო.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ანგარიშს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ნაცპროპაგანდისტებს მორიგი შეუთავსებლობა აქვთ გზავნილებში – საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსის ე.წ. გაუარესების წარმოჩენაში. 21 თუ 75 ადგილით “დაქვეითება?“
რომელ გაუარესებაზე გვმოძღვრავენ ფსევდოლიბერალური დასავლური ორგანიზაციები, როცა სექტის ჭარბმა დეზინფორმაციამ წალეკა ჩვენი საზოგადოება?! ხოლო ექსტრემისტების დაკავება-გასამართლება არცერთ ქვეყანაშია ე.წ. უკუსვლა.
“ჟურნალისტობა-ენჯეოშნიკობა” თუ არტისტობა-პოეტობა ვერანაირად იქნება ინდულგენცია კრიმინალური ქმედებებისას“, – წერს აბაშიძე.



