„დარწმუნებული ვარ, მათზე ზეგავლენის მოხდენა ვერ მოხერხდება, რადგან ისინი უპირველესად საქართველოსა და ქართული ეკლესიის ინტერესებით ხელმძღვანელობენ და არ დაუშვებენ, რომ ეს ინტერესები გარე ძალების გავლენის ქვეშ მოექცეს“, – ამის შესახებ ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა წმინდა სინოდის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
„უკრაინასთან – ამ უზარმაზარ ქვეყანასთან – შედარებით, ამ საკითხში ბევრად უფრო ძლიერები ვართ, რადგან ჩვენი მართლმადიდებლობა უფრო მტკიცე და ღრმაა. როგორც ნათქვამია, ჩვენი მეუფეები წმინდანებთან არიან მიახლოებულნი. მათი უმეტესობა ძალიან ბრძენი ადამიანები არიან. მათთან არაერთხელ მქონია საქმიანი შეხვედრები და იქიდან ყოველთვის დიდი ცოდნით გამოვდიოდი – თითოეული შეხვედრა ჩემთვის ახალი გამოცდილება იყო. სწორედ ასეთი მეუფეები ქმნიან ეკლესიას და ამ სიბრძნეს. ისინი ერს განსაკუთრებულად ახლოს გრძნობენ და მათი სულიერება ავალდებულებს, რომ ქვეყანა საკუთარ ინტერესებზე წინ დააყენონ.
რაც შეეხება წმინდა სინოდის სხდომას, პროცესი ნამდვილად ღირსეულად მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, გარე ძალები, რომლებსაც საკუთარი ინტერესები აქვთ და სურთ, ჩვენს ქვეყანაში სხვა მიმართულებები გაძლიერდეს, ვერ გაიმარჯვებენ. ეს აშკარად ჩანდა პატრიარქის გასვენებასა და პანაშვიდებზეც, სადაც მთავარი როლი ქართველ მღვდელმთავრებს ეკავათ და არა ჩამოსულ სტუმრებს. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ მათზე ზეგავლენას ვერ მოახდენენ, რადგან ისინი პირველ რიგში ქვეყნისა და ქართული ეკლესიის ინტერესებით ხელმძღვანელობენ და არ დაუშვებენ, რომ ეს ინტერესები გარე ძალების გავლენის ქვეშ მოექცეს“, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.


