ირაკლი კობახიძე: “ჩვენ პრაგმატული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ. როგორიც არ უნდა იყოს უხეში ინტერესები საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, იქაც კი მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავიცვათ ჩვენი პოზიციები”

9

“ჩვენ პრაგმატული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ ყველა მიმართულებით. როგორიც არ უნდა იყოს უხეში ინტერესები საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, იქაც კი მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავიცვათ ჩვენი პოზიციები”, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სომხეთში.

„ყველგან უნდა ეცადო თანამშრომლობას – ეს არის ჩვენი პოლიტიკის შინაარსი. საუკუნეების მანძილზე ასე ხდებოდა და ასე ხდება დღესაც. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და, აქედან გამომდინარე, საჭიროა ლავირება, საჭიროა მაქსიმალურად პრაგმატული პოლიტიკის წარმოება და ასე ვმუშაობთ მთელი ამ წლების განმავლობაში “, – განაცხადა პრემიერმა.