ირაკლი კობახიძე: „ვუსამძიმრებ ჩინეთში, ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქების შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს“

14

“ვუსამძიმრებ ჩინეთში, ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქების შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს“, – წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ “X-ში”.

„ჩვენი ფიქრები ახლა დაშავებულებთანაა. ვუსურვებთ მათ გამოჯანმრთელებას, ხოლო ყველა დაზარალებულს – გამძლეობას“, – წერს კობახიძე.