გიორგი ჩაკვეტაძე დიდი ბრიტანეთის სანქციებზე: „პოსტივიმ“ და „იმედმა“ ნამდვილად შეასრულეს ერთგვარი „ყინულმჭრელის“ როლი წლების განმავლობაში სიმართლის გავრცელების საქმეში. ამ პროცესში ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს, რბილად რომ ვთქვათ, გაურკვევლობები მალე წარსულს ჩაბარდება“

17

„პოსტივიმ“ და „იმედმა“ ნამდვილად შეასრულეს ერთგვარი „ყინულმჭრელის“ როლი წლების განმავლობაში სიმართლის გავრცელების საქმეში. ამ პროცესში ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს, რბილად რომ ვთქვათ, გაურკვევლობები მალე წარსულს ჩაბარდება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ჩაკვეტაძემ გადაცემა „პოსტ ანალიტიკაში“ დიდი ბრიტანეთის სანქციებზე საუბრისას განაცხადა.

„ბრიტანეთის მხრიდან ორი დამოუკიდებელი ქართული ტელევიზიის დასჯა სამარცხვინო გადაწყვეტილებაა. ეს არის დასჯის მცდელობა იმისთვის, რასაც თქვენ წლების განმავლობაში აკეთებთ ქართული დემოკრატიისთვის. მინდა თითოეულ თქვენს თანამშრომელს გამოვუცხადო სოლიდარობა და აღვნიშნო, რომ რაც ჩვენზე – საკანონმდებლო ხელისუფლებაზე – არის დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მსგავსი სამარცხვინო და აბსურდული გადაწყვეტილებები ვერ დამკვიდრდეს საქართველოს რეალობაში.

მაშინ, როდესაც ბრიტანეთს ჰქონდა და აქვს პრეტენზია, იყოს მსოფლიო დემოკრატიის ერთ-ერთი ლიდერი და საკუთარი გავლენა გააფართოოს სხვადასხვა ქვეყანაში, ასეთი აბსურდული გადაწყვეტილებების მიღება არათუ შეუსაბამოა, არამედ არასერიოზულიც. როდესაც დემოკრატიის ერთ-ერთ მთავარ ფუნდამეტს მსგავსი გადაწყვეტილებებით უტევ, ვეღარ გექნება პრეტენზია, რომ დემოკრატიის შუქურა ხარ და შენს გავლენას უნდა აფართოებდე სხვადასხვა რეგიონში .

არ დამეზარა და გავეცანი იმ ერთაბზაციან ეგრეთ წოდებულ არგუმენტაციას, რომელიც სანქციებთან დაკავშირებით იყო წარმოდგენილი და მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის სრული აბსურდი და მიუთითებს იმაზე, რომ, როგორც ჩანს, სრული განუკითხაობაა ბრიტანეთის ხელისუფლების მენეჯმენტში. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვიქნებით მტკიცე ჩვენს გადაწყვეტილებებსა და ნაბიჯებში, ეს პროცესებიც გაივლის. ისინიც, ვინც დღეს არ გველაპარაკება, კვლავ დაგველაპარაკებიან, ბევრ საკითხშიც ისევ ვიქნებით საჭირო, რადგან არსებობს თემები, რომლებიც საქართველოს გარეშე ვერ გადაწყდება. შესაბამისად, ეს ყველაფერი ისტორიას დარჩება, როგორც ერთ-ერთი სამარცხვინო გადაწყვეტილება.

„პოსტივიმ“ და „იმედმა“ ნამდვილად შეასრულეს ერთგვარი „ყინულმჭრელის“ როლი წლების განმავლობაში სიმართლის გავრცელების საქმეში. ამ პროცესში ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს, რბილად რომ ვთქვათ, გაურკვევლობები მალე წარსულს ჩაბარდება.

რაც მთავარია, ქართველ ხალხზე ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებას არანაირი გავლენა არ მოუხდენია – მაშინ, როდესაც, როგორც ჩანს, სწორედ ეს იყო მათი ერთ-ერთი მიზანი“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.