აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე პროკურატურის მიერ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ლევან ხაბეიშვილის, ზვიად მაისაშვილისა და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელის დააკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„დაპირებული ობიექტურობა: სახელმწიფო არავის აფარებს ხელს! პრემიერის მიდგომა აღსრულდა – ვინც აქციებზე კანონს არღვევს ან ძალას ბოროტად იყენებს, პასუხს აგებს. ეს არის ინსტიტუციური სამართლიანობის სწორი გზა”, – წერს ცოტნე ანანიძე.


