„პატრიარქის არჩევა ეს არის ერის საქმე, ეს არ არის მხოლოდ 25 თუ 30 მღვდელმთავრის საქმე – ეს არის სახელმწიფოებრივი, ეროვნული მნიშვნელობის საქმე“, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ საპატრიარქო არჩევნებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„ქართულმა საზოგადოებამ ამასთან დაკავშირებით თავისი აზრი უკვე გამოთქვა – პატრიარქის დაკრძალვის დროს. ქართულ საზოგადოებას ცალსახად აქვს გადაწყვეტილი ეს ამბავი და ახლა იქ ვინ რას ფიქრობს არავისთვის საინტერესო არ არის.
მთავარი არის მრევლი, რადგან ეკლესია მრევლისთვის არის და არა მღვდელმთავრებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მათ დიდ უმრავლესობას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ არის რაღაც ნაწილი, ის ცილისმწამებლები, რომლებიც ვხედავთ მეუფე შიოს როგორ შეურაცხყოფენ და ცილს სწამებენ.
მეუფე შიომ კი, მთელი ამ დროის განმავლობაში, ამდენი შეურაცხყოფის, ცილისწამების ფონზე, არცერთი სიტყვით არ უპასუხა არავის, ღიმილის, სიკეთისა და კეთილი ქადაგების გარდა. ეს ფაქტი უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ყველასთვის ნათელი იყოს ვინ არის მომავალი პატრიარქი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში. 11-ში უბრალოდ ამის დადასტურება მოხდება“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


