„ვულოცავ მთელ საქართველოს ამ უდიდეს ისტორიულ მოვლენას – ქვეყნის სულიერი ლიდერის, საქართველოს 142-ე პატრიარქის არჩევას“, – წერს თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში.
„დღეიდან საქართველოს ეკლესიის წინამძღოლია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III.
ეს არის დღე, რომელმაც, საქართველოს პატრიარქ შიო მესამის მოღვაწეობით, კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს ქართული ეკლესია, ხელი შეუწყოს ერში სულიერების ამაღლებას, ეროვნული თვითმყოფადობის განმტკიცებას, მშვიდობის შენარჩუნებას.
11 მაისი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს თარიღად, რომელიც ყოველთვის შეგვახსენებს იმ მარადიულ ფასეულობას, რაზეც დგას საქართველო – „ღმერთი, სამშობლო და ადამიანი“, – წერს კახა კალაძე.


