ალბანეთის ეკლესიის წინამძღვარი – შიო III-ს: “დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენ წინ გაუძღვებით საყვარელ ქართველ ხალხს სულიერი პროგრესისა და ნაყოფიერებისკენ”

9

ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი იოანე შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევასა და აღსაყდრებას ულოცავს.

„დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენ წინ გაუძღვებით საყვარელ ქართველ ხალხს სულიერი პროგრესისა და ნაყოფიერების გზაზე, გააძლიერებთ რა მართლმადიდებლურ ერთობას და მის დინამიკას თანამედროვე, ტანჯულ მსოფლიოში“, – აღნიშნულია ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მისალოც წერილში.

თავის წერილში მთავარეპისკოპოსმა იოანემ პატივი მიაგო აწ განსვენებულ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს და მას „განსაკუთრებული სიდიადის იერარქი“ უწოდა, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნე საქართველოს ეკლესიას ხელმძღვანელობდა „სიბრძნითა და ურყევი რწმენით“.

„აწ განსვენებული უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ის ტახტის მემკვიდრეობა თქვენს უნეტარესობას მისცემს წმინდა და მნიშვნელოვან მემკვიდრეობას, რომელსაც, დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენ გააგრძელებთ შესაფერისი ლტოლვითა და ერთგულებით“, – წერს მთავარეპისკოპოსი იოანე.