ახალი ამბები

გიორგი კახიანი: „საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნა გამოიყენეს ისევ და ისევ პოპულიზმისთვის. სამართლებრივი კონტრარგუმენტი ჩვენი სარჩელის მიმართ ვერ მოვისმინეთ“

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციას სარჩელთან დაკავშირებით არანაირი სამართლებრივი კონტრარგუმენტი არ…

პრემიერი: “რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს რეგიონულ ფინანსურ და ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებას და შუა დერეფნის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას”

პრემიერი: “2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა. ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება: წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ 8 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.6%-ს მიაღწია. მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია შედარებით მაღალპროდუქტიული დარგების განვითარებით. მათ შორისაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სერვისების ექსპორტი”

“მეც მგონია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დროს, ადამიანის უფლებების დარღვევა იყო სისტემური და სისტემატური, იყო ადამიანის სიცოცხლის მოსპობის ბევრი შემთხვევა” – ვახუშტი მენაბდე

ირაკლი ქადაგიშვილი: “პარტიების აკრძალვის პროცესი „ქართული ოცნების“ ნება კი არა, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლება და კონსტიტუციური აქტია, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის და მსოფლიო დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისია”

ირაკლი ქადაგიშვილი: “არჩევნების შედეგების უარყოფით ოპოზიცია ამომრჩევლის არჩევანს უგულებელყოფს. ოპოზიციამ ყველა არჩევნები უარყო და ყოველ ჯერზე საჭიროა, ამას შესაბამისი მტკიცებულება მაინც მოჰყვეს”

მიხეილ სააკაშვილი: “როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, რომელიც 2008 წლის დროს გადასცემდა ჩვენი ჯარების კორდინატებს, ყოველთვის ჯობია ნორმალურად გაასამართლო და როინ შავაძე თავის დროზე რომ გაესამართლებინათ, რაც უფრო სწორი იქნებოდა, 2012-ში აუცილებლად გაუშვებდნენ პოლიტპატიმრად”

„საკუთარი ქვეყნისთვის ვერ მიუხედიათ, უამრავი პრობლემა აქვთ გადასაჭრელი – სოციალური, ეკონომიკური და ა.შ., და ამ დროს ჩვენი ქვეყნის ბულინგით იყვნენ დაკავებულები. ბიუროკრატთა მთელი კრებული იყო ჩასაფრებული, რომ ყოველდღე ახალი განცხადება გამოეცხოთ ჩვენს წინააღმდეგ“ – გიორგი სოსიაშვილი ევროპაში მიმდინარე პროტესტებზე

გიორგი სოსიაშვილი ევრობიუროკრატების განცხადებებზე: „რატომ არ გააკეთეს იგივე განცხადებები, როდესაც უკრაინაში 18 პოლიტიკური პარტია აიკრძალა 2022 წლის შემდეგ, ანდა როდესაც მოლდოვაში ოთხი პოლიტიკური პარტია აიკრძალა? საქართველოზე რომ ატეხეს ერთი ამბავი – იმიტომ, რომ ეს მათი აგენტურაა და არ უნდათ იმ ადამიანების დაკარგვა, რომლებიც წლების განმავლობაში ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათი სცენარების განხორციელებაზე იყვნენ ორიენტირებულები“

გიორგი სოსიაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: „ამ სარჩელს საფუძვლად უდევს მყარი არგუმენტები იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ნათლად დაინახოს, თუ რა საფრთხის წინაშე შეიძლება დარჩეს ქვეყანა მომავალშიც, თუ ეს ძალები არ აიკრძალება. ესენი არიან ჩვეულებრივი ტერორისტები, სამშობლოს გამყიდველები, რომლებმაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს ქვეყანა“