პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: „ნაურუს მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი წარმატებაა, რომელიც იმ დიპლომატიური ძალისხმევის შედეგია, რასაც საგარეო სამსახური საერთაშორისო ასპარეზზე ახორციელებს“

„ნაურუს მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა და აღიარების უკან წაღება საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი წარმატებაა, რომელიც იმ დიპლომატიური…

გიორგი ვოლსკი: „უნდა გვახსოვდეს, რომ მიუხედავად სიმცირისა, ნაურუსაც ერთი ხმა აქვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და მასაც აქვს გარკვეული ეროვნული ინტერესები, რომელიც ნამდვილად არ ითვალისწინებს კვაზი წარმონაქმნთან პოლიტიკურ ურთიერთობას“

გურამ მაჭარაშვილი: „არა მარტო სააკაშვილს აქვს ასეთი ჰალუცინაციები, რომ პრეზიდენტი ხდება, ბევრ მის თანაპარტიელსაც აქვს, ზოგი პრემიერობისთვის იბრძვის, ზოგი უკვე ხელისუფლებაშია“

დავით მათიკაშვილი ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაზე: „სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგია ის, რომ ცალკეული ქვეყნები, ვინც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და ამით პრაქტიკულად ქვეყნის სუვერენიტეტი ეჭვის ქვეშ დააყენა, უკან იწვევენ ამ აღიარებებს“

მაკა ბოჭორიშვილი: „ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა“

დავით ქართველიშვილი: “ნაურუმ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა და ამით, ფაქტობრივად, დაშალა იმ მცირერიცხოვანი საერთაშორისო აღიარებების ერთ-ერთი უკანასკნელი სიმბოლო, რომელზეც მოსკოვი წლების განმავლობაში აპელირებდა”

დავით ქართველიშვილი: “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების ირგვლივ რუსეთის დიპლომატიური სივრცე სულ უფრო ვიწროვდება, ხოლო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისო მხარდაჭერა კვლავაც მტკიცედ ნარჩუნდება”

ცოტნე ანანიძე სააკაშვილის შესახებ: “ჯერ დავით აღმაშენებელს ადარებდა თავს, ახლა ნელსონ მანდელას ედრება. ამ ტემპით, შემდეგი თვითშედარება ნაპოლეონთან უწევს კრიმინალ მსჯავრდებულს”

ჯაბა ხუბუა: “კი მაგრამ, ,,ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა“ რანაირად მოახერხა, რომ ნაურუს რესპუბლიკას გაეუქმებინა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, რომელიც 2009 წელს, ,,სააკაშვილის პროდასავლური რეჟიმის“ პირობებში მოახდინა? საკვირველნი არიან გზანი ჯო უილსონისანი და გიგა მაქარაშვილისანი!”

ჩიხელიძე „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის“ დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ: “ეს შედეგი შემთხვევით არ დამდგარა. ამის უკან დგას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქართული დიპლომატიის თანმიმდევრული, მრავალწლიანი მუშაობა. სამინისტრომ და მინისტრმა ეროვნული მნიშვნელობის პროცესი წარმატებით დაასრულეს”

ნიკოლოზ მეტრეველი „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის“ დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ: “როდესაც ოპოზიციაში ირონიულად კითხულობდნენ – „რას დადიან შორეულ ქვეყნებში ქართული დელეგაციები“, სწორედ ეს არის პასუხი. დიპლომატია არ არის მხოლოდ ოფიციალური შეხვედრები, ეს ხანგრძლივი, თანმიმდევრული და, ხშირად, საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი მუშაობაა, რომლის შედეგიც დროთა განმავლობაში ჩანს”