პოლიტიკა

ალენ ბერსე: „პროცესის შედეგს წინასწარ არ ვაფასებ, პატივს ვცემ სუვერენიტეტისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს, თუმცა მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებ, შეინარჩუნოს სივრცე ოპოზიციისთვის“

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვების დაწყების წინ აცხადებს, რომ პატივს სცემს სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს…

თამთა მეგრელიშვილი: “სტრატეგიული თანამშრომლობისა და სწორი სახელმწიფოებრივი ხედვის შედეგად, საქართველო სულ უფრო მყარად იკავებს თავის ადგილს გლობალურ რუკაზე, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის პროგრესსა და ეკონომიკურ გაძლიერებაზე”

დავით ჩიხელიძე: “ჩინეთთან ურთიერთობა ნათელი მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორობა პრაქტიკაში და არ არის მხოლოდ დოკუმენტებში ჩაწერილი სიტყვები. გვაქვს უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ავიარეისები, რაც ქვეყნებს შორის კავშირებს ამარტივებს, ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას და ბიზნესურთიერთობების გაღრმავებას”

ნინო ფოჩხუა: „არეულ მსოფლიოში, როცა ქვეყანას სწორი საგარეო პოლიტიკა უჭირავს, ეკონომიკაც წინ მიიწევს და ტურიზმიც ვითარდება. ამის მაგალითია ჩინეთიდან ტურისტების მატება ბოლო წლებში“

გია აბაშიძე: „რეალური სტრატეგიული თანამშრომლობის ფასი სწორედ შედეგში ჩანს – როცა მრავალწახნაგოვანი ურთიერთობები რეალურ შესაძლებლობებს ქმნის და ეს ქვეყნის ეკონომიკასა და ტურიზმზე აისახება“

სპეციალური პენიტენციური სამსახური – დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის განცხადების შესახებ: “ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია”

ზურაბ ქადაგიძე: „არ შეიძლება, დეკრეტული შვებულების შემოსავალი ადამიანს დაუყადაღდეს, შესაბამისად, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოვალეს დაეკისრება ფულადი ვალდებულების შესრულება, ეს თანხა (2 000 ლარის ოდენობით) არ დაექვემდებარება დაყადაღებას“

პრემიერი ოპოზიციის შესახებ: “ამ გაცვეთილი სახეებით შეიძლება, უფრო მარტივი ყოფილიყო ჩვენთვის შემდეგი არჩევნების მოგება, თუმცა როდესაც ჩვენ წარვადგინეთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, ამოვდიოდით არა ჩვენი სუბიექტური ინტერესებიდან, არამედ ქართული საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის ობიექტური ინტერესებიდან, რაც არის პოლიტიკური და დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება”

ირაკლი კობახიძე: “ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენს შიდა საქმეებში ერევა რუსული მხარე, ვაკეთებთ ხოლმე შესაბამის განცხადებებს და ანალოგიურად, როდესაც აკეთებს ევროპული სტრუქტურა განცხადებებს, როცა ერევიან ევროპული სტრუქტურები ჩვენს შიდა საქმეებში, აქაც ვაკეთებთ შესაბამის განცხადებებს”

პრემიერი მანანა კობახიძის შესახებ: “მოსამართლეებმა უნდა იმოქმედონ საკუთარი პროფესიული პასუხისმგებლობის შესაბამისად. არავინ არ უნდა გაექცეს პასუხისმგებლობას. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა”

ირაკლი კობახიძე ოპოზიციის შესახებ: „სასამართლოს მაგივრად, ურჩევნიათ, ესაუბრონ უცხოელ დიპლომატებს, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს, მათ შორის იმაზე, რომ საკუთარი პოზიციების დაცვის იმედი არ აქვთ, გამომდინარე იქიდან, რომ არ აქვთ არგუმენტები“

ირაკლი კობახიძე: “იმდენად მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა გვაქვს ტურიზმის მიმართულებით, იმდენი ინსტრუმენტი გვაქვს, მათ შორის ტურიზმის ხელშეწყობის, ამან გამოიღო თავისი შედეგები და, ამხელა მასშტაბის გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი ზრდა მიმდინარე წელსაც”

ირაკლი კობახიძე: “ჩვენი სურვილია, რომ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში სრულად დაკმაყოფილდეს. ოპოზიციას ჰქონდა შეგნებული, რომ მოქმედებდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, მათ შორის, ძალადობრივ ფორმებს იყენებდნენ კონსტიტუციური წყობილების დასამხობად”