თორნიკე ფაღავა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაზე: „ამ რეზოლუციის ტექსტს და მის შინაარსს, შეიძლება ითქვას, ჩალის ფასი აქვს, თუმცა ჩვენთვის, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ ყველაფერს ქართველების ხელით აკეთებენ“

14

„ამ რეზოლუციის ტექსტს და მის შინაარსს, შეიძლება ითქვას, ჩალის ფასი აქვს, უბრალოდ ჩვენთვის, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ ყველაფერს ქართველების ხელით აკეთებენ“, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, თორნიკე ფაღავამ საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია.

„ჩემთვის ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ ამ პროცესების უკან დგას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დღეს იმ დარბაზში იმყოფებოდა. ჩემი შეფასებით, ამ პროცესებში მისი გავლენა აშკარად იკვეთება, მაშინ როცა თავად ხშირად საუბრობს საფრანგეთის ხელისუფლებასთან კარგ ურთიერთობებზე.

ამ რეზოლუციის ტექსტს და მის შინაარსს, შეიძლება ითქვას, ჩალის ფასი აქვს, უბრალოდ ჩვენთვის, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ ყველაფერს აკეთებენ ქართველების ხელით.

ისტორიულად ჩვენ არაერთი ასეთი ქართველი გვახსოვს, ვინც ასმენდა საქართველოს მტრებთან. თუმცა აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქვეყნის გარეთ მიღებულ ასეთ უსამართლო რეზოლუციებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმდენად, რამდენადაც იმ ადამიანებს, ვინც ამ პროცესებს უკავშირდებიან, და ასეთ რეზოლუციებს აორგანიზებენ. ამ ადამიანებს ქართულ საზოგადოებაში პრაქტიკულად ნულოვანი მხარდაჭერა აქვთ და ხშირად სასაცილოებიც კი არიან.

ამ კონკრეტულ ქალბატონს რაც შეეხება, მას არც არასდროს ჰქონია საზოგადოების მხარდაჭერა და რომ არა „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში აუცილებლად დამარცხებოდა“, – განაცხადა თორნიკე ფაღავამ.