პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ერმაკის მასშტაბური კორუფციული საქმის გამოძიებასა და მის მიმართ ბრალის წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს, მასშტაბური კორუფციული საქმის გამოძიების ფარგლებში ბრალი წარედგინა. ამის შესახებ უკრაინის სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც ირკვევა, გამოძიება მიმდინარეობდა კორუფციულ სქემაზე, რომელიც ერმაკსა და „ენერგოატომს“ უკავშირდება (უკრაინული მედია წერს, რომ საუბარია 100 მილიონ დოლარზე).
პირადად მე ანდრეი ერმაკის თაობაზე
ყურადსაღები ინფორმაცია ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ მოგაწოდეთ, რომელსაც უცვლელად შეგახსენებთ: “თუ არ მივიღებთ მხედველობაში უკრაინის სპეცსამსახურების გადამდგარი გენერლების – ვასილ ბურბასა და გენადი მოსკალის პირდაპირ დაბრალებას, რომ ანდრეი ერმაკი, მეტსახელად “ტიმოფეევი”, ФСБ-ს აგენტს წარმოადგენს, ნუთუ ინტერესს მოკლებულია ის ფაქტი, რომ მამამისი 1989 წელს ავღანეთში ხელმძღვანელობდა სსრკ-ს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГРУ) სპეცდანიშნულების დანაყოფს.
ნუთუ არ არის საინტერესო, რომ ერმაკის მამის მოადგილეს იმ პერიოდში წარმოადგენდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას მამა, რომელიც დღეს ერევანში ქვეყნის ელჩად მუშაობს, და სომხეთის აშკარა პრორუსული განწყობების მიუხედავად, ქვეყნიდან გამოწვეულიც კი არ არის. ნუთუ ინტერესს მოკლებულია ასევე და “შემთხვევითობას” შეგვიძლია მივაწეროთ ის ფაქტი, რომ პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, წარმოშობით უკრაინელი დმიტრი კოზაკი, ქალაქ ჩერკასში ცხოვრების პერიოდში ერმაკების მეზობელი იყო და მეგობრობდა მამამისთან.
კიდევ ერთი საინტერესო შტრიხი ანდრეი ერმაკის შრომითი ბიოგრაფიიდან – წლების განმავლობაში ის იყო ვიქტორ იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიიდან” რადას ყოფილი დეპუტატის, ოსური წარმომავლობის ცნობილი უკრაინელი მოჭიდავის, კიევის ორგანიზებული დანაშაულებრივი ორგანიზაცია “სავლოხას” (ლიდერი ბორის სავლოხოვი) აქტიური წევრის, ელბრუს თედეევის იურისტი და თანაშემწე…”
ასე რომ, უკრაინული სამართალის ურემი, როგორც ჩანს, დაიქოქა და ცოტა ხანში საჭირო სიჩქარეს აკრეფს“, – წერს დავით ქართველიშვილი.


