მაკა ბოჭორიშვილი: „აშშ-ის სახელწიფო მდივნის ძლიერი გზავნილები არის იმედის მომცემი, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები უფრო მეტად განვითარდება“

25

„სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი არის დემონსტრირება იმ დამოკიდებულების, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

„ის ძლიერი გზავნილები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, არის იმედის მომცემი, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები უფრო მეტად განვითარდება და გვექნება ახალი შესაძლებლობები, რათა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მივიდეს იმ ნიშნულამდე, რომელსაც იმსახურებს საქართველო“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე კრისტოფერ ლანდაუ აშშ-ში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. როგორც კრისტოფერ ლანდაუმ სიტყვით გამოსვლისას თქვა, „სამწუხაროდ, ბოლო წლებში აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობები იმდენად ახლო არაა, როგორც ვისურვებდი, ეროვნულ დღეზე ჩემი დასწრება არის სიმბოლო სურვილისა, დავათბოთ ურთიერთობები“.