“კულმინაცია იქნება, რომ ალიანსი დაიშლება, მაგრამ ეს დაშლა არ ნიშნავს, რომ რაიმე იდეოლოგიური დაპირისპირება აქვთ ერთმანეთთან. ეს არის მუდმივი გადაწყობა იმ ძალების, რომელიც ჩვენი ქვეყნის დაზიანებას ფიქრობენ ტაქტიკაში”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაში არსებული დაპირისპირების შესახებ.
„ვფიქრობ, მათი შემდეგი ტაქტიკური სვლა იქნება, რომ ტოქსიკური ალიანსი დაშალონ, უფრო სწორად, გადაანაწილონ სხვადასხვა ჯგუფში. ეს კინოც ნანახი გვაქვს. მერამდენეჯერ უნდა შეეცადონ, რომ ასეთი ფოკუსები ჩაუტარონ ქართველ ხალხს, რომ, თითქოს, „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის „ნაციონალური მოძრაობა“?!
ალიანსმა თავისი ძალიან კარგი საქმე გააკეთა ჩვენი საზოგადოებისთვის – კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არ არსებობს ყოფილი “ნაცი”. “ნაცები” ვნახეთ, რომ გაერთიანდნენ ისევ ერთად, იმიტომ, რომ ეს არის არა პარტიული კუთვნილება და მე, როდესაც “ნაცს” ვამბობ, არ ვგულისხმობ მაინცდამაინც პარტიულ კუთვნილებას. მე ვგულისხმობ იდეოლოგიას. შეიძლება, ვიღაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ხელისუფლებაში არ იყო ან „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიაში არ იყო, მაგრამ თავისი იდეოლოგიით არის “ნაცი”.
ჩვენ ვნახეთ, რომ “ნაცობა”, როგორც იდეოლოგია, როგორც ანტიქართული, ანტიდემოკრატიული იდეოლოგია აერთიანებს იმ ხალხს, რომელიც სწორედ ამ ალიანსში არის და ერთიანი სახე დაგვანახა ამ ალიანსმა, ამიტომ კარგი საქმე გააკეთა. მადლობა გვეთქმის მისთვის, ვინც ეს სისულელე გაკეთა და ერთ ჭერქვეშ მოუყარა ყველას თავი, იმიტომ, რომ დარწმუნდა საზოგადოება, რომ ეს არის ერთი ძალა – ანტიქართული, ანტიდემოკრატიული ძალა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


