„საგარეო პოლიტიკის უსაფრთხოების თვალსაზრისით, უნდა ითქვას, რომ ევროკავშირმა არცერთ ამ საკითხს პასუხი არ გასცა, ანუ არცერთ საკითხზე მას პასუხი არ აქვს. გერმანიას აქვს თავისი სამხედრო სტრატეგია – არ ვიცი, ეს რას ნიშნავს, მაგრამ, დიპლომატიის სტრატეგია არავის აქვს. ევროკავშირი ვეღარ გადარჩება, ევროკავშირი მუდმივად უარყოფს არსებულ რეალობას, რაც აუცილებლად, ყველანაირად გამოიწვევს მის დაჭკნობას“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა მიხაელ ფონ დერ შულენბურგმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
„ქალბატონი კალასი, როდესაც ეკითხებიან, სულ სხვა რაიმეს პასუხობს. თუ გინდა, რომ რაღაც გააკეთო, ჯერ უნდა დაინახო, რა სიტუაციაში ხარ და იმ სიტუაციის შესაბამისად იმოქმედო და არა იმის მიხედვით, თუ რა აზრები და ზღაპრებიც გაქვს თავში. ამიტომ, მე ვფიქრობ, პირიქით, პატარა სახელმწიფოები ისეთი ძლიერები არიან და იმდენად მეტი არჩევანი აქვთ, როგორც არასდროს. მათ შეუძლიათ, სწორედაც, რომ პირიქით – იქით ათამაშონ ეს დიდი სახელმწიფოები, იმიტომ, რომ ეს ორი პოლიცია მსოფლიოში კარგავს ძალაუფლებას და სწორედ პატარა სახელმწიფოების დრო მოდის“, – აღნიშნა მიხაელ ფონ დერ შულენბურგმა.


