“ჩემი გამოცდილება სწორედ იმ ქვეყნებს ეხება, რომლებიც არიან ომში. ევროპა არ იყო ომში, მაგრამ ახლა თვითონ არის ომში. მინდა, არ დაგეთანხმოთ იმასთან დაკავშირებით, რომ პატარა ქვეყნები სუსტ პოზიციაში არიან და რომ გაიჭყლიტებიან – სინამდვილეში, პატარა ქვეყნები დღეს ისეთ ძლიერ პოზიციაში არიან, როგორც არასდროს”, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა მიხაელ ფონ დერ შულენბურმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
“არ მგონია, რომ ისინი იძულებული და ვალდებული არიან, აირჩიონ ერთი ან მეორე მხარე. გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში სახელმწიფოების 50 პროცენტზე მეტი, ანუ, ნახევარზე მეტი, სწორედ პატარა ან საშუალო სახელმწიფოებია.
ჩვენ ვხედავთ და ვეთანხმები იმას, რომ მრავალპოლუსიანი სამყარო ძლიერდება, ვითარდება.
რომ შევხედოთ ამ ორ ომს – უკრაინას და ირანს, ჩვენ, ანუ დასავლეთი, ორივე ომს ვაგებთ. ანუ, ამერიკა აგებს ორივე ომს და, სადაც ამერიკა აგებს, ევროპაზე, მის შესაძლებლობებსა და ძალაზე საუბარი ზედმეტია.
ევროკავშირს რომ შეხედოთ, ამდენი ომი მსოფლიოში არსად არის, რამდენიც ევროკავშირში და ევროპის ტერიტორიაზე”, – განაცხადა მიხაელ ფონ დერ შულენბურგმა.


