თეკლა თიკანაშვილი: „რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. ჩვენი უმთავრესი მიზანია, რომ ახალგაზრდებთან მჭიდრო კომუნიკაციით გავიგოთ, ეს პოტენციალი როგორ ვაქციოთ მათ შესაძლებლობად“

29

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა თეკლა თიკანაშვილმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ახალგაზრდებთან შეხვედრის დაწყების წინ მედიასთან ისაუბრა.

„თითოეული ასეთი შეხვედრა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ რეგიონს შევხედოთ ადგილობრივი ახალგაზრდების თვალით. უნდა აღინიშნოს, რომ რაჭას, ლეჩხუმს, ქვემო სვანეთს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. ჩვენი უმთავრესი მიზანია, რომ სწორედ ახალგაზრდებთან მჭიდრო კომუნიკაციით გავიგოთ, თუ როგორ ვაქციოთ ეს პოტენციალი მათ შესაძლებლობად“, – განაცხადა თიკანაშვილმა.