„როდის ხდება პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია აქტიური? მაშინ, როდესაც საზოგადოებაში არსებობს მოთხოვნა — როდესაც ჩნდება ე.წ. ნიშა, სიცარიელე და ამ სიცარიელეში იბადება პოლიტიკური მოთხოვნილება. პრაქტიკულად, ოპოზიცია დღეს არ არსებობს. ის, რაც არის, შეიძლება შეფასდეს როგორც სრული კრიმინალური სიგიჟე“, – ამის შესახებ პარტია „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერმა, კახა ძაგანიამ პარტიის გეგმებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„როდის ხდება პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია აქტიური? მაშინ, როდესაც საზოგადოებაში არსებობს მოთხოვნა — როდესაც ჩნდება ე.წ. ნიშა, სიცარიელე და ამ სიცარიელეში იბადება პოლიტიკური მოთხოვნილება. პრაქტიკულად, ოპოზიცია დღეს არ არსებობს. ის, რაც არის, შეიძლება შეფასდეს როგორც სრული კრიმინალური სიგიჟე.
ამგვარი ნიშა, გარკვეული გაგებით, იმითაც გაჩნდა, რომ ხელისუფლება მაინც პროევროპულია თავისი დამოკიდებულებით. ჩვენ გუშინ ვნახეთ შემთხვევა, როდესაც საფრანგეთის ორი აგენტი გაიწვია და ეს გაკეთდა საკმაოდ „ლამაზად“ — არც პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და არც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ვინ იყვნენ ისინი. თვითონ ეს ფაქტიც კი ფრანგულმა მედიამ გაავრცელა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში ვარ, ხელისუფლების ეს ნაბიჯი მომეწონა. სწორედ ამიტომ არ ვგავართ ჩვენ იმ რადიკალურ ოპოზიციურ ძალებს, რადგან თუ რაიმე სწორად კეთდება, ამასაც ვაფასებთ.
ჩვენ გვინდა დავიკავოთ ის ნიშა, რომელიც ქვეყნისთვის იქნება სასარგებლო — არც მეტი და არც ნაკლები. ჩვენთვის პანაცეა არ არის რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანება. უფრო მეტიც, ვთვლით, რომ კონსტიტუციიდან უნდა ამოიღონ ჩანაწერი, თითქოს ქვეყნის მიზანი აუცილებლად ევროკავშირში გაწევრიანებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავად ევროკავშირი დღეს დაშლის პირასაა.
რაც შეეხება იმას, რაში არ ვეთანხმებით ხელისუფლებას — არ ვეთანხმებით საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ასევე სოციალური პოლიტიკის ნაწილშიც, რადგან სოციალური სამართლიანობის მიმართულებით, მიუხედავად გარკვეულ კვლევებში დაფიქსირებული პოზიციებისა, ბევრი პრობლემა კვლავ არსებობს.
უნდა ითქვას ისიც, რომ ბევრ სფეროში ჯერ კიდევ სუსტი ვართ და, მადლობა ღმერთს, არჩევნებამდე ჯერ კიდევ არის დროა“, – განაცხადა კახა ძაგანიამ.


