“ევროკავშირი, ისევე როგორც გაერთიანებული სამეფო, დეინდუსტრიალიზაციის შედეგებს იმკიან – გაზრდილია გადასახადები, შედეგად კი ფასები; სახეზეა ბევრი სოციალური პრობლემა, ეს მათ მიერვე რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შედეგია”, – განუცხადა ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა „იმედის კვირას“.
“ევროკავშირი საქართველოსაც ემუქრება სანქციებით. გაერთიანებულმა სამეფომ უკვე დაუწესა სანქციები საქართველოს, მათ შორის თქვენს ტელევიზიასაც. მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკონომიკა ძალიან კარგად ვითარდება და ინარჩუნებს მდგრადი წინსვლის მაჩვენებლებს. ეს გახლავთ საქართველოს ხელისუფლების მიერ სამშვიდობო პოლიტიკის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანის შედეგი“, – განაცხადა იან პრაუდმა.


