“ბოლო პერიოდში თქვენ ნახეთ კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად უცხო ქვეყნის სასარგებლოდ მომუშავე ადამიანების დაკავება. მათ შორის, ითქვა, რომ იყო ევროპული ქვეყანაც. თქვენ ნახეთ, რომ სქემა, რომლითაც მუშაობდნენ, მუშაობდნენ, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. ნახეთ, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ჰქონდათ ამ ადამიანებს რეგისტრირებული”, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„ჩვენ გადავამოწმეთ და ამ ორგანიზაციიდან არცერთი, ამ „ენჯეოებიდან“ არცერთი, რამდენადაც ვიცი, არ არის რეგისტრირებული გამჭვირვალობის რეესტრში და თავის თანხებს არ ასაჯაროებდნენ. სწორედ ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ, რომ „ენჯეო“ სისტემა, დაფინანსების ეს სქემები გამოიყენება საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირი მტრული საქმიანობისთვის.
ასე რომ, ესეც კარგი მაგალითია, რომ კონკრეტულ ადამიანებს, ვინც ბრალდებულები არიან საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობაში, „ენჯეოებს“, რამდენიმე „ენჯეო“ ჰქონდათ რეგისტრირებული, იყენებდნენ იმისთვის, რათა დაფინანსების ლეგალიზება მოეხდინათ, ვითომ იყო ამა თუ იმ პროექტის დაფინანსება და, სინამდვილეში, ეს იყო საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის დაფინანსება.
ის, რომ ამ „ენჯეოებიდან“ არცერთი არ არის რეგისტრირებული არც „ფარაში“, არც გამჭვირვალობის რეესტრში, აჩვენებს კიდეც, რა ტიპის „ენჯეოები“ არიან გამჭვირვალობის წინააღმდეგი. სწორედ, აი, აქ ჯაშუშური „ენჯეოები“ ისინი იყვნენ, ვინც უარს ამბობდნენ „ფარაში“ რეგისტრაციაზე და გამჭვირვალობის რეესტრზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად სწორი იყო გადაწყვეტილება, რათა მომხდარიყო „ენჯეო“ სექტორის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.


