„ქართული ოცნება“, როგორც პარტია, იქ წარმოდგენილი არ იქნება. დელეგაცია დააკომპლექტა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შედიან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. ეს არის ტექნიკური ხასიათის შეხვედრა, ეს არ არის პოლიტიკური განხილვები და თქვენი ტელევიზიისთვისაც კიდევ ერთხელ დავაზუსტებ: ვიზალიბერალიზაციას ჰქონდა და აქვს კონკრეტული წინაპირობები, რომელსაც საქართველო ყოველთვის აკმაყოფილებდა და აკმაყოფილებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში „ქართულ ოცნებასა“ და ევროკომისიას შორის დაგეგმილი შეხვედრის შესახებ.
„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ გამოიგონეს პოლიტიკური წინაპირობები, როგორიცაა, მაგალითად, ის, თუ საქართველომ რა კანონები მიიღოს და რა – არა, და ვერავინ ხსნის, ეს რა კავშირშია ვიზალიბერალიზაციასთან; რომ, მაგალითად, საქართველომ უნდა დაუშვას ევროკავშირის ფარული დაფინანსება საქართველოში. ჩვენ გვთხოვენ, რომ იმ მარწყვისთვის, რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაცია, შევიზღუდოთ სუვერენიტეტი და დავუშვათ, რომ აქ ფარულად აფინანსოს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები. სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება. როდესაც გეუბნებიან, რომ შენ არ უნდა გქონდეს პრეტენზია, რომ მოსთხოვო ბრიუსელს, გაასაჯაროოს დაფინანსებები იმისთვის, რომ გქონდეს ვიზალიბერალიზაცია, ეს არის სწორედ, მარწყვის, სანაცვლოდ სუვერენიტეტის დათმობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


