“ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ნიკოლ ფაშინიანს და მის პარტიას. პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ გუშინ მიულოცა მას წარმატებული არჩევნები”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა, რომელსაც მარტო საქართველო ვერ უზრუნველყოფს.
მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად რეგიონში, ყველა იყოს მოწადინებული და ნიკოლ ფაშინიანის დაპირება სწორედ ეს იყო – მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა სომხეთისთვის, რაც, საბოლოო ჯამში, ნიშნავს მშვიდობას რეგიონისთვის.
ეს, თავის მხრივ, წაადგება ამ რეგიონის თითოეული ქვეყნის სახელმწიფოს და ერის კეთილდღეობას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.


