საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განაცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის მომდევნო მინისტერიალს თბილისი უმასპინძლებს.
„შევთანხმდით, რომ შემდეგი შეხვედრის მასპინძელი იქნება საქართველო. მოუთმენლად ველოდები, რომ ვუმასპინძლო ჩვენს ქვეყანაში თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის: სტამბოლში დღეს საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი მინისტერიალი გაიმართა.


