ჯეიჰუნ ბაირამოვი: “როდესაც არის ომი, შესაძლოა, კონფლიქტი დავაფიქსიროთ ერთ რეგიონში გარკვეული დროით, მაგრამ შეუძლებელია, რომ განვჭვრიტოთ მისი განვითარება და, საბოლოო ჯამში – შედეგები. ჩვენ უნდა ვეძიოთ გამოსავალი. თუ ეს არ იქნება მიღწეული, საშიშროება უფრო გაიზრდება – როგორც კონფლიქტში ჩართული ქვეყნებისთვის, ისე მთელი რეგიონისთვის”

29

“ყოველი კონფლიქტი შეიცავს გარკვეულ რისკს. როდესაც არის ომი, შესაძლოა, კონფლიქტი დავაფიქსიროთ ერთ რეგიონში გარკვეული დროით, მაგრამ შეუძლებელია, რომ განვჭვრიტოთ მისი განვითარება და, საბოლოო ჯამში – შედეგები. ჩვენ უნდა ვეძიოთ გამოსავალი, ვეძიოთ გზები, რომელიც გამოგვიყვანს მდგომარეობიდან. თუ ეს არ იქნება მიღწეული, საშიშროება უფრო გაიზრდება – როგორც კონფლიქტში ჩართული ქვეყნებისთვის, ისე მთელი რეგიონისთვის”, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა სტამბოლში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

„დაინტერესებულები ვართ, რომ ირანში კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და მშვიდობა დამყარდეს, როგორც სამეზობლო გარემოში, ისე რეგიონულად და ფართო მასშტაბით. ჩვენ, ყველანი, ვართ მოწმენი გეოგრაფიული ცვლილებებისა, რაც მოიტანა რუსეთ-უკრაინის ომმა. ამ ომმა უკვე დაიწყო ზეგავლენის მოხდენა შავი ზღვის რეგიონზეც. კონფლიქტის არეალი გაფართოვდა და ყოველდღიურად ამის მოწმენი ვხდებით.

მედიამ გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანის რამდენიმე მოქალაქე დაიღუპა. ჩვენ უნდა ვეძიოთ გამოსავალი, ვეძიოთ გზები, რომელიც გამოგვიყვანს მდგომარეობიდან.

მნიშვნელოვანია სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის. თუ ეს არ იქნება მიღწეული, საშიშროება უფრო გაიზრდება – როგორც კონფლიქტში ჩართული ქვეყნებისთვის, ისე მთელი რეგიონისთვის“, – განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.

ცნობისთვის: სტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.

სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, ხელი მოეწერა საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას – სტამბოლის დეკლარაციას.