„ვნახეთ სხვადასხვა პოლიტიკოსისა და აქტივისტის განცხადება, რომლებიც ცდილობენ ვიზალიბერალიზაციის საკითხი ისევ და ისევ გამოიყენონ შანტაჟისთვის, ჩვენ მოქალაქეებში გააჩინონ შიში, რომ თითქოს ვიზალიბერალიზაციას საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრთხე ემუქრება“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, 11 ივნისს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა კონსტრუქციული იქნება.
„შეხვედრა იქნება კონსტრუქციული, რადგან ეს არის ჩვენი ინტერესი. სწორედ ამიტომ იღებს ქართული მხარე შეხვედრაში მონაწილეობას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკომისიის წარმომადგენლებს საქართველოს ხელისუფლება 11 ივნისს შეხვდება.


