„გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, თითქმის 50%-იანი ზრდა გვაქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით, რაც ასევე არის ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
გამუდმებით იზრდება ინვესტორების ინტერესი საქართველოს მიმართ. ძალიან მსხვილი ინვესტორები შემოდიან ჩვენს ქვეყანაში, არაერთი ასეთი ფაქტი იყო გასული თვეების განმავლობაში. ეს პირდაპირ აისახება იმ ფინანსურ მონაცემებზე, რომლებსაც აქვეყნებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. მომავალშიც მაქსიმუმი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური იმიჯი და უშუალოდ ინვესტორებთან ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ“, – აღნიშნა პრემიერმა.


