„გარე ძალებს ემოციური ბმა საქართველოსთან არ აქვთ, ამიტომ საქართველო თუ რამეში დაზიანდება და ეს იქნება სასარგებლო სხვა ქვეყნისთვის, ძალისთვის თუ რომელიმე ჯგუფისთვის, ამის მიმართ რაიმე მგრძნობელობა არ აქვთ. როდესაც ხარ ამ ქვეყნის მოქალაქე და თავს აყენებინებ როგორც იარაღს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ოღონდ სხვათა პოლიტიკური, გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესები განხორციელდეს, ეს არის ქვეყნის ღალატი და ამას სჭირდება მხილება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„დღეს, ფაქტობრივად, “შეშლილია სამყარო“, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ჩამოშლილია და მოქმედებს ძალის პრინციპი.
ყველა უყურებს საკუთარ ინტერესებს. არაფრად დაგიდებს სხვის, განსაკუთრებით, პატარა ერების ინტერესებს, რომლებიც აქლემების ბრძოლაში კოზაკივით იჭყლიტებიან ხოლმე. ამიტომაც, უნდა ვიყოთ ფრთხილად. ის მიდგომა, რაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს, რომ ოღონდ ვინმემ გაუღიმოს გარედან, წითელი ხალიჩა დაუგოს, ტაში დაუკრას, ჩაიხუტოს, ფული მისცეს და მზად არიან, საქართველოს ინტერესები ლანგრით მიართვან, არის ქვეყნის ინტერესების ღალატი.
ჩვენი დამოკიდებულება აბსოლუტურად სხვანაირია. ის ეფუძნება ჭეშმარიტ პარტნიორობას, რომელიც გულისხმობს, რომ ორ ქვეყანას შორის არის არა დაქვემდებარება, ერთი მეორეს პოლიტიკურ თუ სხვა სახის ინტერესებს კი არ ემსახურება, არამედ ორივე ქვეყანა საკუთარი ეროვნული ინტერესების თანხვედრაში მოყვანას ცდილობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


