პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე პროცესები შეაფასა.
„ამას წინათ ვთქვი, – ისემც უქნიათ, დაუჭამიათ ერთმანეთი- მეთქი და დაიწყეს კიდეც ერთმანეთის დაჭმა. ვუყუროთ. ამით მაინც მივიღოთ პატარა სიამოვნება. რასაც ისინი საკუთარ ქვეყანას უკეთებდნენ, ერთმანეთის მიმართ ახლა ზუსტად იმავეს აკეთებენ, ასე რომ, დავაკვირდეთ და დავტკბეთ. „ცისფერი მთებივით“, ვერ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ [„ნაციონალური მოძრაობა“]. როგორც „ცისფერ მთებს“, ისე უნდა ვუყუროთ ამ კომედიას, რომელსაც გვაჩვენებენ, უკვე რამდენი ხანია, რაც, საერთო ჯამში, გვახარებს იმ მხრივ, რომ გარე ძალები, რომლებიც ამ ხალხს აორგანიზებენ, იმდენად გონიერები არ არიან და ვერ თვლიან რაღაც საკითხებს და ასეთ მდგომარეობაში ვარდებიან. ეს ცირკი, მათ [ოპოზიციის] უკან ვინც დგანან, იმ ძალებზეც ხომ მეტყველებს?! 2024 წლის არჩევნებზე ამათ არ დაუდგნენ გვერდით?! რეზოლუციებს ამათთან შეთანხმებით არ აკეთებენ?!“ – აღნიშნა პაპუაშვილმა.


