„საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა იმდენად დინამიკურია, რომ მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ სულ რამდენიმე წელში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„მიღწეული შედეგებია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა მსოფლიოს მეორე ეკონომიკასთან. ამ ყველაფერს თავისი შედეგი მოაქვს, როგორც ეკონომიკური სახით, ისე ქვეყნის ზოგადი განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ, როდესაც ქვეყანას აქვს ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნებთან, ამ შემთხვევაში ჩინეთთან. ხელშესახებია ის შედეგები, რომელიც ამ პარტნიორობას მოაქვს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.


