ირაკლი კობახიძე: „2024 წლის 28 ნოემბერს, რეალურად, ევროპულ ბიუროკრატიას გამოვაცალეთ შანტაჟის თითქმის ყველა ბერკეტი, ახლა დარჩათ ერთადერთი – ვიზალიბერალიზაცია და ცდილობენ, რაღაცნაირად დააშანტაჟონ ქართველი ხალხი. ამ შანტაჟს ვერავითარი შედეგი ვერ ექნება“

5

„ჩვენ, 2024 წლის 28 ნოემბერს, რეალურად, ევროპულ ბიუროკრატიას გამოვაცალეთ შანტაჟის თითქმის ყველა ბერკეტი. ახლა დარჩათ ერთადერთი – ვიზალიბერალიზაცია და ცდილობენ, რაღაცნაირად დააშანტაჟონ ქართველი ხალხი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

„რა თქმა უნდა, ამას არავითარი ფასი არ აქვს. მგონი, თავადაც აანალიზებენ ამ დონეზე პროცესებს, რომ ამ შანტაჟს ვერავითარი შედეგი ვერ ექნება. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ეს შანტაჟი აბსოლუტურად ფუჭად ჩაივლის. ეს არის განცხადებები, რომლებსაც არავითარი ფასი არ აქვს“, – აღნიშნა პრემიერმა.