„გუშინ შექმნილი ოპოზიციური ალიანსი, დღეს უკვე, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, დაიშალა“, – წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა „X-ში“.
„ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა, ცაზე – ვარსკვლავები და მიწაზე ის, თუ მერამდენედ დალია ჩაილურის წყალი მერამდენეჯერ შექმნილმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ.
ესენი, ეს “ნაცრეჟიმის” დანაყოფები თუ გამონაყოფები, უპრინციპო, უთავმოყვარეო და უმორალო პოლიტიკანთა ჯართის გროვა რომ არის, არახალია, მაგრამ რა ყრია, ან საერთოდ, ყრია თუ არა რამე საქართველოს იმ მოქალაქეების თავებში, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანა ამ “ნაცნარჩენების” კოალიციურმა მთავრობამ უნდა მართოს?
აბა, წარმოიდგინეთ, როგორი შეხმატკბილებული და ორგანიზებული, ეფექტური და პროდუქტიული იქნება ჩერგოლეიშვილ-ბოკერია-გვარამია-წითლიძე-ბოკუჩავა-ჯაფარიძე-სამადაშვილის კოალიციური მთავრობა და რა ჯიღას დაადგამენ ქვეყანას ეს პოლიტიკური ჭინჭყლები, რომლებიც ოპოზიციაშიც კი ერთმანეთს ძიძგნიან და ვერცერთ ალიანსში ორ თვეზე მეტს ვერ ძლებენ.
მოკლედ, ყველა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს ხსნა და საშველი კოლექტიური “სანაცეთის” კოალიციურ მთავრობაშია, ან უსაშველო ბრიყვია, ან კიდევ – ამ ქვეყნის შეგნებული და გამიზნული მტერი“, – წერს ხუბუა.


