ირაკლი კობახიძე: “სერიოზული შენიშვნები იყო ხარისხზე, როცა კონკრეტული კერძო კომპანიები აწარმოებდნენ შესაბამის სამუშაოებს. გვინდა, შევქმნათ ახალი რესურსი სახელმწიფო კომპანიის სახით, რომელიც ხარისხსაც უზრუნველყოფს და ამ კომპანიის შექმნა, თავისი სპეცტექნიკით, მოგვცემს საშუალებას, ეფექტურად და სწრაფად გავუმკლავდეთ სტიქიასთან დაკავშირებულ მოვლენებს”

5

„სერიოზული შენიშვნები იყო ხარისხთან დაკავშირებით, როდესაც კონკრეტული კერძო კომპანიები აწარმოებდნენ შესაბამის სამუშაოებს. ჩვენ გვინდა, შევქმნათ ახალი რესურსი სახელმწიფო კომპანიის სახით, რომელიც ხარისხსაც უზრუნველყოფს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვისთვის ახალი სახელმწიფო კომპანიის შექმნის შესახებ საუბრისას.

“ეს არის ერთი ამოცანა და ამას ექნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი – ჩვენ გვჭირდება ხოლმე სპეცტექნიკის მობილიზება, რესურსების მობილიზება სტიქიური მოვლენების დროს და ამ კომპანიის შექმნა, თავისი სპეცტექნიკით, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენ ეფექტურად და სწრაფად გავუმკლავდეთ სტიქიასთან დაკავშირებულ მოვლენებს, ასეთის არსებობის შემთხვევებში“, – აღნიშნა პრემიერმა.