პარლამენტის ყოფილი წევრი ანი მიროტაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიფინგს გამოეხმაურა, როდესაც პრემიერმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილია შესახებ საუბრისას სიტყვა “გროსმაისტერი” გამოიყენა.
„რამდენიმე გზავნილი იყო, რომელიც მე ამოვიკითხე. პირველი – როგორც ჩანს, საკმარისად არ ჩათვალა ბიძინა ივანიშვილმა, თავისი როლი არ იყო, ეტყობა, წარმოჩენილი ამ გუნდის მიერ და კობახიძეს უთხრა, რომ ხაზი გაესვა მისთვის და, ეტყობა, მეტი სხვა სიტყვა ვერ მოიფიქრა, რუსული სიტყვა რომ არ გამოეყენებინა, ქართულიც ბევრი გვაქვს შესაბამისი, მაგრამ არა უშავს და გამოიყენა ის ფრაზა [გროსმაისტერი], რაც გამოიყენა და ამით ხაზი გაუსვა იმას, რომ მათი მფლობელიც, მათი მეფეც და ყველაფერი ამ ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა მიროტაძემ.


