ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა ობოლაძე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც საზოგადოებას დიდი დიღმის მოსახლეობისთვის სატრანსპორტო სიახლე გააცნო და აღნიშნა, რომ დიდ დიღომში, N321 მარშრუტზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები ექვსი ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდება.
„10 დღის წინ, დებატებზე ჩემი შეკითხვის პასუხად, კახა კალაძისგან მივიღე პირობა, რომ დიდი დიღმიდან სარაჯიშვილამდე ავტობუსებს დაამატებდნენ
(თუმცა მანამდე კვირები ვსაუბრობდი ამ ამბავზე, თავი არავის შეუწუხებია).
ახლა, როგორც ჩანს, ამ დაპირებას შეასრულებენ .
ვალდებული ვარ, აღვნიშნო, რომ კარგია, რომ ასრულებენ სიტყვას და იმედი დავიტოვო, რომ მომავალშიც გააგრძელებენ აზრის გათვალისწინებას”, – წერს ობოლაძე.


