„სააკაშვილი ლიდერობას ციხიდანაც არ თმობს და ეს ფაქტი ყველასთვის თვალსაჩინოა. შედეგად, ბევრი ლიდერი გამოეცალა პროცესს და ახლა ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი გაურკვეველი გუნდის იმედად რჩებიან“ – ირაკლი ჭეიშვილი

18

„სააკაშვილი ლიდერობას ციხიდანაც არ თმობს და ეს ფაქტი ყველასთვის თვალსაჩინოა. შედეგად, ბევრი ლიდერი გამოეცალა პროცესს და ახლა ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი გაურკვეველი გუნდის იმედად რჩებიან“, – ასე შეაფასა მიხეილ სააკაშვილის განცხადება პარტიის რეფორმირებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.

„ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი რეგრესიაა, რომ კადრებიც კი არ ჰყავთ და ახლა ნანუკა ჟორჟოლიანი მოჰყავთ პარტიაში, არარსებულ გუნდთან ერთად. თითქოს ეს უნდა იყოს „ფლაგმანი“, რომლის გარშემოც უნდა გაძლიერდეს „ნაციონალური მოძრაობა“.

ზოგადად, ოპოზიციის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა — ესეც კარგად ჩანს. არაერთ მათგანს, იქნება ეს მელიები, ჩერგოლეიშვილები თუ სხვები, თავადაც არ მოსწონთ ერთმანეთის „ფლაგმანობა“ და ამიტომ ერთმანეთს დაერივნენ.

ასეთ პირობებში ისინი ერთიანადაც კი ვერ მიდიან არჩევნებამდე. მიზეზი კი, ჩემი აზრით, მარტივია: როდესაც პოლიტიკური დღის წესრიგი გარე აქტორების, მათ შორის ბრიუსელის გავლენით ყალიბდება, იქ წარმატებაზე საუბარი რთულია. ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური პროცესი ბუნებრივად კრახით სრულდება. პოლიტიკური დღის წესრიგი თავად პოლიტიკოსებმა უნდა განსაზღვრონ, ქართველ ხალხთან ერთად, ქვეყნის რეალური ინტერესებიდან გამომდინარე, და არა გარე კარნახის საფუძველზე.

სააკაშვილი ლიდერობას ციხიდანაც არ თმობს და ეს ფაქტი ყველასთვის თვალსაჩინოა. შედეგად, ბევრი ლიდერი გამოეცალა პროცესს და ახლა ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი გაურკვეველი გუნდის იმედად რჩებიან. შესაძლოა ახლა ნანუკა ჰყავდეთ პარტიის მომავალ თავმჯდომარედ შერჩეული, თუ ბოკუჩავას ვადა ამოეწურება.
ჩემი შეფასებით, ეს არის ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტი, რომ კიდევ 4 წელი დავრჩეთ ხელისუფლებაში“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.