ზაზა დობორჯგინიძე: „აბსოლუტურად ყველა სფეროში ყველაფრის შესაძლებლობებია ჩინეთში და უფრო და უფრო იხსნება უცხოელებისთვის. ამ დროს ოპოზიცია და ბაბლი ამტკიცებს, რომ ჯო უილსონს უნდა მოვუსმინოთ, რომ ჩინეთთან უკეთესი ურთიერთობა ევროპულ მომავალს მართმევს“

6

„22 ივლისს ჩემ სტატიას მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ მეცნიერების ფილოსოფიის კონფერენციაზე წარვადგენ, რომელიც წელს ლიდსის უნივერსიტეტში იმართება. პირველი ქართველი ვარ, რომელიც ამ კონფერენციაზე წარდგება და ბრიტანეთის მეცნიერების ფილოსოფიის საზოგადოების წევრი გახდა. ეს არის 100% ჩინეთის დამსახურება“, – წერს პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში.

„სტატია დავწერე იმ თეორიული ცოდნის შედეგად, რომელიც მივიღე ბოლ ცხრა თვეში ჰონგ-კონგში, ისევე როგორც იმ სიმპოზიუმებზე და კონფერენციებზე რასაც დავესწარი ჩინეთის მსოფლიო კლასის უნივერსიტეტებში მაგალითად პეკინის და ფუდანის.

აბსოლუტურად ყველა სფეროში ყველაფრის შესაძლებლობებია ჩინეთში, და უფრო და უფრო იხსნება უცხოელებისთვის. პაკისტანს საერთოდ პირველი ასტრონავტები ჰყავს ჩინეთის კოსმოსურ პროგრამაში, გზის და სარტყლის ქვეყნები განსაკუთრებით პრიორიტეტულია.

ამ დროს ოპოზიცია და ბაბლი ამტკიცებს, რომ ჯო უილსონს უნდა მოვუსმინოთ, რომ ჩინეთთან უკეთესი ურთიერთობა ევროპულ მომავალს მართმევს. პირდაპირი მნიშვნელობით ინგლისში ჩინური უნივერსიტეტის აფილაციით, დაფინანსებით და ცოდნით მივდივარ”, – წერს დობორჯგინიძე.